"ლელო საქართველოსთვის" გლდანის რაიონულმა ოფისმა კამპანია „გაამწვანე შენი უბანი“ წამოიწყო

პოლიტიკური გაერთიანების "ლელო საქართველოსთვის" გლდანის რაიონულმა ოფისმა კამპანია „გაამწვანე შენი უბანი“ წამოიწყო.

პარტიის ინფორმაციით, კამპანიის მიზანია მეტი რეკრეაციული ზონის შექმნა საცხოვრებელ უბნებში.

მათივე განმარტებით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დღეს პარტიის ლიდერებმა კახა კოჟორიძემ და გიგლა მიქაუტაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხის ნერგები დარგეს. კამპანიის ფარგლებში მოხდება ისეთი ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია მცირე სკვერის მოწყობა-განახლება და ერთობლივი ძალებით მისი კეთილმოწყობა.

„ძალიან მიხარია, რომ „ლელომ“ დაიწყო ასეთი აქცია. მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის, უბნის და ეზოების გალამაზებასა და გამწვანებაში ჩვენი წვლილი შვიტანოთ თითოეულმა ჩვენგანმა. ამ მიტოვებული სკვერის მოწესრიგებაში ადგილობრივი მოსახლეობა ენთუზიაზმით და ხალისით ჩაერთო და თქვა, რომ რეგულარულად მოუვლიან დღეს დარგულ ნერგებს. იმედია, ამ წამოწყებას სხვა ადამიანებიც აყვებიან და წვლილს შევიტანთ ჩვენი ქალაქის გალამაზებაში“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

„ჩვენ გვინდა მაგალითი მივცეთ რაიონის გამგეობას, რომელიც, იმედია, მხარს დაუჭერს ჩვენს კამპანიას. ხეების დარგვის პირველი აქცია ჩვენი ძალებით ჩავატარეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა