გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა

ჩატარებული სკრინინგის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტში covid 19-ით ინფიცირება კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა.

ახალი ინფიცირებული ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებია და შემთხვევა კვლავ ფლავი-თერგვისის კლასტერს უკავშირდება. აღნიშნული შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რიგით მეექვსე დადასტურებული ფაქტია. შიდა ქართლში კი, მთლიანობაში, 9 ინფიცირებულია.

რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, ლაბორატორიაში დამატებით გაგზავნილი ნიმუშების პასუხებს დღის ბოლომდე ელიან.

„ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშებიდან კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აღნიშნული პირი გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტში ინფიცირების ფაქტები დაფიქსირდა, ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოსახლეობის სკრინინგი. რეგიონიდან გუშინ გაგზავნილი 23 ნიმუშიდან ამ დროისთვის ნაწილის პასუხები ცნობილია, რომელთა შორის არის დადასტურების ერთი ფაქტი, მთლიანობაში კი, ყველა ნიმუშის პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა