თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ჩატარებული 31 კვლევიდან 29 პასუხი უარყოფითია, ორის კვლევა გრძელდება

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარეხი ბექაიას განმარტებით, კორონავირუსზე ჩატარებული 31 კვლევიდან 29 უარყოფითია, ხოლო ორის კვლევა გრძელდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ამჟამად კლინიკაში 45 პაციენტი იმყოფება. 31 კვლევა გაიგზავნა, 2-ის გრძელდება და 29 უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა. კლინიკაში ამჟამად ერთი მძიმე პაციენტია, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხანდაზმული ასაკის ადამიანია, შაქრიანი დიაბეტით. დღეს გაიგზავნება კვლევაზე ქალბატონის ტესტი“, - განაცხადა ბექაიამ.

მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდეს. „ცხელებიდან და სუნთქვის უკმარისობიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის“, - განაცხადა ბექაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა