ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასურსათო პაკეტის გაცემის მეორე ეტაპი განხორციელდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასურსათო პაკეტის გაცემის მეორე ეტაპი განხორციელდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ერთი თვის პროდუქტების მარაგი 11-ვე საბავშვო ბაღის 864 აღსაზრდელის ოჯახს გადაეცა და თითოეულ აღსაზრდელზე, არამალფუჭებადი და რძის პროდუქტები იყო გათვალისწინებული.
უწყების ინფორმაციით, ნობათის გაცემა სოციალური დისტანცირების წესის დაცვით და წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით წარიმართა.
„ნობათის გაცემა მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესის განახლებამდე გაგრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ პროდუქტები ა(ა)იპ ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 80-მა აღსაზრდელმაც მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























