პრემიერი - მოვუწოდებ მუნიციპალიტეტებს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გააორმაგონ შრომა, რომ თითოეულ მოქალაქეს გავაცნოთ ის ინფორმაცია და შეღავათი, რაც წესდება

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, ან რომელ რეგიონში ცხოვრობენ, თითოეული მომსახურება საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიეწოდება თანაბრად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მან გუბერნატორებს ინფორმაციის მიწოდების კუთხით საკუთარ რეგიონებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაავალა.

„თითოეულ იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, მინდა მოვუწოდო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მაქსიმალურად გააორმაგონ შრომა, რომ თითოეულ ამ მოქალაქეს მივუტანოთ ყველა ის ინფორმაცია და შეღავათი, რომელიც წესდება სახელმწიფოს მიერ. გარდა ამისა, მინდა დავავალო გუბერნატორებს, რომ ამ მიმართულებით გადადგან ქმედითი ნაბიჯები,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა