ლევან რატიანი - ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია, გაეწერა 13 წლის ბავშვი, რომელიც 24 დღის განმავლობაში იწვა

თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 13 წლის მოზარდი გაეწერება, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა 12-მა გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა დატოვა და ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

„კლინიკაში გვყავს 88 პაციენტი, აქედან 68 კორონადადასტურებულია. დღეს ეწერება 5 პაციენტი. ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია. გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა 13 წლის ბავშვი, რომელიც იწვა 24 დღის განმავლობაში. ორჯერადად გამოვლინდა უარყოფითი და რამდენიმე წუთში დატოვებს კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

იხილეთ ვიდეო: ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია, გაეწერა 13 წლის ბავშვი, რომელიც 24 დღის განმავლობაში იწვა - ლევან რატიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა