შიდა ქართლის გუბერნატორი - კოვიდინფიცირებული მედდის ირგვლივ, რომლის გარშემოც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაინფიცირება, რისკები ლოკალიზებულია

გორიდან, დამატებით, ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები უარყოფითია. საეჭვო სიმპტომების მქონე 12 პირს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა. შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი ინფიცირებულის, ჰოსპიტალის მედდის ირგვლივ გავრცელების რისკები ლოკალიზებულია.

„გორის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციის რეჟიმში რჩება 105 ადამიანი. დამატებით გაკეთებული ტესტებიდან ყველა ნიმუშზე უარყოფითი პასუხია. კოვიდინფიცირებული მედდის ირგვლივ, რომლის გარშემოც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაინფიცირება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რისკები ლოკალიზებულია, თუმცა, ბუნებრივია, ვაგრძელებთ მედპერსონალთან და ეპიდემიოლოგებთან თანამშრომლობას და მოსახლეობის აქტიურ მონიტორინგს. მონიტორინგი მიმდინარეობს იმ ადამიანებთან, ვინც თვითიზოლაციაშია, ასევე, ყველა რისკჯგუფთან. სკრინინგის საფუძველზე თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება სხვა პირების ტესტირებაც, ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსული ინფექციის 6 დადასტურებული შემთხვევაა, პირველი ინფიცირებული სამხედრო ჰოსპიტალის მედდა. რეგიონში კი, მთლიანობაში, ინფიცირების 9 ფაქტია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო