ზუგდიდში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში დაზიანებულ ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება გრძელდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ზუგდიდში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში დაზიანებულ ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგებას ინტენსიურად აგრძელებს. სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 100-ზე მეტ ქუჩაზე გზის საფარის დაგება. ობიექტებზე თერმოსკრინინგი ტარდება და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული, როგორც პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები.

ამასთანავე, წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის დროს დაზიანებული ქუჩების სრულ რეაბილიტაციას კონტრაქტორი კომპანიები ,,აზ ინ შაათი“ და ,,ლუდვიგ ფაიფერი" ახორციელებენ.

ზუგდიდის წყალმომარაგების პროექტის ძირითადი ნაწილი უკვე დასკვნით ფაზაშია. ამ დროისთვის, ქალაქის 16 000-მდე აბონენტი ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა, ახალი ქსელი ოჯახებამდე მიყვანილია და მიმდინარეობს დარჩენილი 3 000 ოჯახის გამრიცხველიანება, რის შემდეგაც მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო