ირაკლი აბესაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშზე - რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესაცვლელად, მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება, რაც ამ ხელისუფლებისგან მოსალოდნელი არ არის

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშს ეხმაურება. აბესაძის თქმით, რუსეთის მხრიდან პოლიტიკური მიზნებით ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება გასაკვირი არაა, თუმცა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შეცვლისთვის, გადამწყვეტი რეფორმების გატარება უნდა მოხდეს.

როგორც აბესაძე აცხადებს, აღნიშნული საფრთხეების გასანეიტრალებლად კორუფციისგან თავისუფალი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შექმნაა საჭირო.

„რუსეთთან არსებული ცხელი თუ ჰიბრიდული ომის პირობებში მათი მხრიდან ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ, ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად, ადგილობრივი ბიზნესის გასაძლიერებლად, უფრო მეტი დასავლური პირდაპირი ინვესტიციების შემოსატანად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება კორუფციისგან თავისუფალი, გამჭვირვალე ბიზნეს გარემო, დაბალი გადასახადები და დამოუკიდებელი სასამართლო. ყველაფერ ამის საწინააღმდეგოს აკეთებს „ქართული ოცნება“ საკუთარი მმართველობის პირობებში. არაფერს აკეთებს ამ უმძიმესი კრიზისის პირობებშიც კი გადასახადების შესამცირებლად. ვნახეთ სრულიად დამორჩილებული და დამონებული სასამართლო სისტემა და კორუფცია, რომელიც კვლავ გაჩნდა ქართულ რეალობაში, ამიტომაც არის დღეს ჩვენი ბიზნეს გარემო ასეთი მოწყვლადი, ამიტომ, იმისთვის რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები შეიცვალოს, მნიშვნელოვანია გადამწყვეტი რეფორმების გატარება, რომელიც ამ ხელისუფლებისგან მოსალოდნელი არ არის“,- განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად ტურიზმით, საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებით არის დამოკიდებული, რაც ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, რუსეთზე განსაკუთრებით მაღალი და პრობლემური დამოკიდებულება ქართული ღვინის ექსპორტში, საქართველოში რუსულ ტურიზმსა და რუსული ხორბლის იმპორტში შეინიშნება. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსულ ენერგორესურსებზე საქართველოს დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, დაბალია საქართველოს რუსულ ინვესტიციებზე დამოკიდებულებაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა