ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 135 პირს ტესტირება უტარდება

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე 135 პაციენტს PCR ტექნოლოგიით ამ წუთებში იკვლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის პერსსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოსაკვლევ პაციენტებს შორის 119 მედიკოსია.
მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში უკვე 300-მდე პაციენტია გამოკვლეული. მიმდინარე კვლევების პასუხები გვიან საღამოს გახდება ცნობილი.

























