დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის ხელმძღვანელი - ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ტალღა იკლებს

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ტალღა იკლებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ევროპული ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეა ამონმა განაცხადა.

„შაბათს, როგორც ჩანს, გავრცელების საწყისი ტალღის პიკი იყო. ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა კლება მიმდინარეობს. მხოლოდ ერთ ქვეყანაშია კვლავაც ზრდა და ოთხში არსებითი ცვლილება არ არის“, - განაცხადა ამონმა ევროპარლამენტის კომიტეტში გამოსვლისას.

მისი თქმით, მხოლოდ ბულგარეთში ბოლო 14 დღის განმავლობაშია ზრდის მაჩვენებელი, ხოლო პოლონეთში, რუმინეთში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთშია არსებითი დინამიკა.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების რაოდენობა 3 მილიონ 500 ათასს აჭარბებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა