მსოფლიო ლიდერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და მკურნალობისთვის 8 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფენ

მსოფლიო ლიდერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისა და ვირუსის დიაგნოზირებისა და მკურნალობისთვის 8 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის პირობა დადეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლიდერებმა კონფერენციაზე გააჟღერეს, რომელიც წუხელ ევროკავშირის მასპინძლობით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, 4.4 მილიარდი აშშ დოლარი ვაქცინის შექმნას მოხმარდება, 2 მილიარდი - მკურნალობის მეთოდების განვითარებას, 1.6 მილიარდი კი- ტესტების წარმოებას.

8 მილიარდი აშშ დოლარიან 1 მილიარდს ევროკავშირი გამოყოფს, ამავე რაოდენობის თანხის გამოყოფას აპირებს ნორვეგიაც, საფრანგეთმა 500 მილიონი აშშ დოლარის დონაციის პირობა დადო, შვეიცარიამ - 381 მილიონის, 226 მილიონს გამოყოფს ავსტრალია, ნიდერლანდები - 209.5 მილიონს, იტალია - 152.7 მილიონს, ისრაელი - 60 მილიონს, სამხრეთ კორეა - 50 მილიონს, ქუვეითი - 40 მილიონს.

სხვადასხვა რაოდენობის თანხას გამოყოფენ სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, ლუქსემბურგი, შვედეთი, პორტუგალია, ხორვატია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია, ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, მონაკო და ჩინეთი.

ვირტუალურ რეჟიმში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა 40-მდე ქვეყანამ და დონორმა მიიღო. ევროკავშირის გარდა ღონისძიების მასპინძლები იყვნენ კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, საუდის არაბეთი, ნორვეგია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო. აშშ-სა და რუსეთს სამიტში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა