აჭარაში 140 პირს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევა 140 პირს ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კლინიკა "მედალფაში" კი 21 ინფიცირებული მკურნალობს.

ცნობისთვის, აჭარაში 5000-მდე ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა, მათ შორის 1000-მდე სამედიცინო პერსონალი იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა