ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროდ, ოპოზიციური ჯგუფები მოქმედებენ პრინციპით: თუ თვითონ არ მართავენ, ქვეყნის წარმატებაც კი შურთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი “ფეისბუქგვერდზე” საზოგადოებას მიმართავს. ოხანაშვილი ოპოზიციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი მოქმედებენ პრინციპით: თუ თვითონ არ მართავენ, ქვეყნის წარმატებაც კი შურთ.

„პოლიტიკურად ჯანსაღი ოპოზიციის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ვფიქრობ, ნიშნავს: არგუმენტებით მწვავე კრიტიკას, უკეთეს ალტერნატიულ წინადადებებს, სიტუაციიდან უკეთეს გამოსავალს და ა.შ. მიმაჩნია, რომ ასეთ ოპონირებას საფუძვლად უნდა ედოს საზოგადოებასა და ქვეყანაზე ზრუნვა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები, როდესაც: ქვეყნის განვითარება, თუ ეს თვითონ არ/ვერ შეძლეს და აღარც აქვთ ამის რესურსი, ვერ იტანენ არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყნის წარმატებას. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა, „ქართული ოცნების“ მთელი ჩვენი გუნდი ჩვენ საზოგადოებასთან ერთად თავგანწირვით იბრძვის პანდემიის წინააღმდეგ, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა/სიცოცხლე და არსებული წარმატება ყველას გვახარებს, ეს ოპოზიციური ჯგუფები ავრცელებენ დეზინფორმაციას! მაშინ, როდესაც ექიმები მაღალი პროფესიონალიზმით აკეთებენ თავის საქმეს, ეს ჯგუფები აქილიკებენ მათ, თუ რატომ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე ახორციელებს უზარმაზარ ქველმოქმედებას ჩვენი ხალხისთვის, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ასეთი თანხა არ ჩარიცხულა. ბევრი "მაშინ როდესაც" შეიძლება დაიწეროს და ამას საზოგადოება კარგად ხედავს! სამწუხაროდ, ეს ოპოზიციური ჯგუფები მოქმედებენ პრინციპით: თუ თვითონ არ მართავენ, ქვეყნის წარმატებაც კი შურთ! მადლობა ჩვენს საზოგადოებას ნდობისთვის! ერთად ბევრს შევძლებთ!“ - წერს ოხანაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა