თელავის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი და სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” თელავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოხალისეთა ჯგუფები ტემპერატურას უმოწმებენ მუნიციპალიტეტის თითოეულ მაცხოვრებელს და ამ დროისთვის შემოწმება უკვე 5 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა, თუმცა საეჭვო სიმპტომები არც ერთ პირს არ გამოვლენია.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება და ყველა მოქალაქე შემოწმდება.

„უკვე მესამე დღეა ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი, ამ დროისთვის უკვე 5 ათასზე მეტი მოქალაქე გვყავს შემოწმებული. ეს პროცესი დაახლოებით ორ კვირას კიდევ გასტანს. ჩვენს მუნიციპალიტეტში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული და მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, რომ გარკვეული შეღავათების დაწესების მიუხედავად, მკაცრად დაიცვან ყველა რეკომენდაცია”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასურსათო კალათების დარიგებაც გრძელდება.

შოთა ნარეკლიშვილმა სოფელ ქვემო ხოდაშენში სასურსათო კალათი ერთ-ერთ ადგილობრივს პირადად გადასცა, მერი ასევე დაინტერესდა, რამდენად იცავს ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებს.

,,სურსათით ვეხმარებით სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მქონე მოქალაქეებს. რაც შეეხება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, პირველ ეტაპზე 3 146 აღსაზრდელზე გაიცა არამალფუჭებადი პირველადი მოხმარების პროდუქტის კალათები. უახლოეს დღეებში უკვე მეორე ეტაპს ვიწყებთ და კვლავ იგივე რაოდენობის აღსაზრდელებს გადაეცემათ სასურსათო კალათები”, - აღნიშნა მერმა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა სოციალური კატეგორიისა და საჭიროებების მქონე ოჯახებს უკვე 3 ათასზე მეტი სასურსათო პაკეტი გადასცა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?