ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე დღეს 35 პაციენტს ჩაუტარდება კვლევა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე დღეს 35 პაციენტს ჩაუტარდება კვლევა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, გუშინ მათთან გამოკვლეული 96 პირიდან კორონავირუსი არცერთს დადასტურებია. გამოკვლეულთა შორის იყვნენ, როგორც ზუგდიდის მედიკოსები, ასევე წალენჯიხიდან, ზუგდიდის „112“-ის ფილიალებიდან და დევნილთა პოლიკლინიკებიდან ექიმები.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ სულ 135 ბიოლოგიური მასალა შევიდა. ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა covid19-ზე PCR კვლევები ტარდება. სულ გამოკვლეულია 300-დე პირი. სამასივე ადამიანის პასუხი უარყოფითია.

ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს საკარანტინო ზონებში მყოფი ადამიანები, ასევე ე.წ. ცხელების კლინიკების პაციენტები და მედიკოსები.

„ლაბორატორია სრული დატვირთვით კვლავ განაგრძობს მუშაობას და პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ტესტირება ჯარისკაცებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს ჩაუტარდებათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს