ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს ტესტირება ამ ეტაპზე არ ჩატარებიათ და მათ თერმოსკრინინგით ამოწმებენ

ლილოს მიუსაფართა მუნიციპალურ თავშესაფარში კორონავირუსთან დაკავშირებით ბენეფიციარებს ტესტირება არ ჩატარებიათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ბენეფიციარებს ყოველდღიურად უტარდებათ თერმოსკრინინგი, კორონავირუსზე ტესტირება კი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ.

„COVID19-თან დაკავშირებით, ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში გვაქვს კარანტინი და თავშესაფარი ჩაკეტილია. ბენეფიციარები გარეთ არ გადიან. დღეისთვის თავშესაფარში 112 ბენეფიციარი გვყავს. ყოველდღიურად ყველას ვუტარებთ თერმოსკრინინგს, მუდმივად ვამოწმებთ, ამ მხრივ, კონტროლი გაძლიერებული გვაქვს. ამდენად, დღეისათვის ტესტირების აუცილებლობა არ გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, ტესტირება, რა თქმა უნდა, ჩატარდება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყეტილებით, მაისის დასაწყისიდან სხვადასხვა ჯგუფებს კორონავირუსზე ახალი ალგორითმით იკვლევენ. როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდა, კვლევას ექვემდებარებიან თავშესაფრების ბენეფიციარები და სატრანზიტო მაქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპისთვის პაციენტების ტესტირება შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა