მირდატ ქამადაძემ ბათუმის საკრებულოსთან აქცია-პერფორმანსი გამართა

ბათუმის საკრებულოს შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ აქცია - პერფორმანსი გამართა. იგი ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და ანტიკრიზისული გეგმის განხილვას სთხოვს. მირდატ ქამადაძემ საკრებულოს შენობასთან სამშენებლო ხელსაწყოები, ტაქსის ემბლემა და სხვადასხვა ნივთები მიიტანა. მისი თქმით, აქცია პერფორმანსი გამოხატავს იმას, რომ ათასობით ბათუმელს კორონავირუსის გამო ფინანსური პრობლემა შეექმნა და კრიზისიდან გამოსასვლელ გეგმაზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს.

“მე ამ პროფესიის ადამიანებთან ერთად, ველოდები როდის დანიშნავს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომას. მაინტერესებს ეყოფა თუ არა "ქართული ოცნების" დეპუტატებს გამბედაობა მოვიდნენ სხდომაზე. ვიმსჯელებთ, მაგალითად, ბათუმობისთვის გამოყოფილ ნახევარ მილიონ ლარზე, რომელიც ღონისძიების აღსანიშნავად ვეღარ დაიხარჯება. სად უნდა წავიდეს ეს თანხა?” - აცხადებს მირდატ ქამადაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო