კახეთში სახელმწიფო რწმუნებული - ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 270 ნიმუშიდან ყველას შემთხვევაში კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მოვიდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 270 ნიმუშიდან ყველას შემთხვევაში კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.

როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, მათ მხარეში კორონავირუსით ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი პირი რჩება დაინფიცირებული.

„4 მაისს, ლუგარის ცენტრში PCR ტესტებისთვის 270 ნიმუში იქნა გაგზავნილი, აქედან ყვარლის, სიღნაღის და ლაგოდეხის 84 კონტაქტი იყო. კვლევამ ყველა მათგანზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. დაინფიცირებულ ქალბატონთან დაკავშირებული ყველა კონტაქტი მოძიებულია - თითქმის 150 კონტაქტია დატესტილი და ყველგან უარყოფითი პასუხი მოვიდა. აღნიშნულ ქალბატონს დამატებითი კვლევები ბოჭორიშვილის კლინიკაში უტარდება, საღამოს საბოლოო პასუხი გვეცოდინება. მთელი კახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში ამჟამად 34 ადამიანი იმყოფება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება უქვ ნალექს, როგორც სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, წუხელ მოსულ უხვ ნალექს მხარისთვის პრობლემა არ შეუქმნია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა