გუბერნატორი - გორიდან გაგზავნილი ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია, რეგიონში covid 19-ის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა

ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სკრინინგის საფუძველზე, ლუგარის ლაბორატორიაში დამატებით 14 მოქალაქის და ასევე, სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის ნიმუშები გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, ყველა ნიმუშზე უარყოფითი პასუხია, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან შიდა ქართლის გუბერნატორმა გააკეთა. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, სკრინინგი კვლავ გრძელდება.

„გუშინ მიზანშეწონილად ჩაითვალა 14 პირის ტესტირება covid 19-ზე, ასევე, მოგეხსენებათ, ინტენსიურად მიმდინარეობს რეგიონის სხვადასხვა კლინიკაში მომუშავე მედპერსონალის გადამოწმება და ამჟამადაც გაიგზავნა ნიმუშები. ყველა პასუხი უარყოფითია. არც გორის მუნიციპალიტეტში და არც მთლიანად რეგიონში, ახალი დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს. განსაკუთრებული მონიტორინგი ხორციელდება იმ პირებზე, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ასეთი კი, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 100-ზე მეტია“, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა