აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ჯაბა ფუტკარაძემ კანონმდებლების წინაშე 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარმოადგინა. კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო.

„სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტის „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტის განხილვის პროცედურების გაგრძელებას. სხდომის დიდი ნაწილი დაეთმო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ და „მედიაციის შესახებ“,„რეგულირების საფასურის შესახებ“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ და „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ცნობით, სხდომაზე, ვახტანგ წულაძის მიერ წარმოდგენილი ყველა საკანონმდებლო ინიციატივა, კომიტეტმა ცნობად მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო