ბათუმში სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა აქცია გამართეს

ბათუმში სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა ადლიის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, თურქეთიდან სხვადასხვა ტვირთები შემოაქვთ და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. ასე მძღოლები მოითხოვენ, რომ სარფის საბაჟოზე დოკუმენტაციის გაფორმებისთვის გათვალისწინებული ვადა გახანგრძლივდეს, რადგან დროში ვერ ეტევიან.

"72 საათში უნდა მოვასწროთ ყველა პროცედურის გავლა, ასევე მეზობელ თურქეთში გადასვლა და უკან დაბრუნება. თუ დრო დავარღვიეთ, ვჯარიმდებით. 72 საათი საერთოდ არ არის საკმარისი, რომ პროცედურები მოვასწროთ. შორ მანძილს გავდივართ, პროდუქტებით ვიტვირთები და კიდევ ეს პროცედურები, ნამდვილად არაა საკმარისი 72 საათი. ვთხოვთ ხელისუფლებას, ყურადღება მოგვაქციოს და ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური გზის გადაკეტვას ვგეგმავთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს