უკრაინის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში კარანტინის რეჟიმის 22 მაისის შემდეგ გახანგრძლივებას არ გამორიცხავს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული კარანტინის რეჟიმი, შესაძლოა, 22 მაისის შემდეგაც გახანგრძლივდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დიდი ალბათობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, კარანტინი გახანგრძლივდება,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, კარატინის რეჟიმის გახანგრძლივების მიუხედავად, ხელისუფლება დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქდებას დაიწყებს, თუკი მას ამის საშუალებას ქვეყანაში არსებული სიტუაცია მისცემს.

შეგახსენებთ, უკრაინაში საყოველთაო კარანტინი 11 მარტს, 24 აპრილამდე დაწესდა, თუმცა მოგვიანებით 11 მაისამდე გახანგრძლივდა, 4 მაისს კი ხელისუფლებამ კარანტინის 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსის 12 700-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 316 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა