საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შიდა ქართლის რეგიონს მარტოხელა ხანდაზმულებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 400 სასურსათო და ჰიგიენური ამანათი გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შიდა ქართლის რეგიონს მარტოხელა ხანდაზმულებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 400 სასურსათო და ჰიგიენური ამანათი გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შიდა ქართლის რეგიონს, მარტოხელა ხანდაზმულებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 400 სასურსათო და ჰიგიენური ამანათი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, ამანათების დარიგების პროცესში მონაწილეობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მიიღეს. მათივე ცნობით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების 39 ფილიალისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით, 42000 -ზე მეტი პირველადი საჭიროების ამანათი, ქვეყნის მასშტაბით უკვე დარიგდა.