დღეიდან ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ამ ეტაპზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნებადართულია ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები, შესაბამისად, ქუთაისშიც გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაც დაგეგმილი და დაწყებული იყო ვირუსის გავრცელებამდე,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ნინოშვილის ქუჩის მე-19 ჩიხში, ბესიკის და ბერი თევდორეს ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ზვიად შალამბერიძის თქმით, დღეიდან ყველა კომპანიას შეუძლია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განაახლოს.

„ყველა კომპანიას მივცემთ საშუალებას, იმუშაოს ერთი პირობით, მათ უნდა შეასრულონ ყველა რეკომენდაცია, რაც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული. მათ მუშაობას ყველა ეტაპზე გააკონტროლებენ შესაბამისი სამსახურები, რომელიც დააკმაყოფილებს პირობებს, მუშაობის გაგრძელება შეეძლება", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის თქმით, სამუშაო პროცესები ყველგან რეკომენდაციების დაცვით წარიმართება.

„ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელიც ფრთხილად და ამავე დროს, ეფექტურად უნდა გავიაროთ, რათა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკასაც მინიმალური ზიანი მიადგეს“, - აღნიშნა დავით ერემეიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, ქუთაისში პირველ ეტაპზე სამუშაოები იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე განახლდა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო