აჭარაში, კლინიკა „მედალფას“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი ადამიანი დატოვებს

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი განიკურნა, -ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, დღეს კლინიკას სამი განკურნებული დატოვებს, ერთ-ერთ მათგანს კორონავირუსი გუშინ საკონტროლო ტესტის შედეგად არ დაუდასტურდა, თუმცა ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა.

უწყების ცნობით, კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს.

ცნობისთვის, აჭარაში, ბოლო 24 საათში, ლაბორატორიული კვლევა 140 პირს ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ბათუმის "ცხელების ცენტრში" კი 180 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)