კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - თუშეთის გზაზე მეწყერმა ორი ადამიანი მოიყოლა, ერთი გადარჩა, მეორეს ბედი ჯერ გარკვეული არ არის

თუშეთის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ორი ადამიანი მოიყოლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ერთი მათგანი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს, ხოლო მეორეს ბედი ჯერჯერობით უცნობია.

„წინასწარი ინფორმაციით, მეწყერმა ორი ადამიანი მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანი გადარჩა, მეორეს ბედი ჯერ არ არის გარკვეული. სამაშველო ბრიგადები უკვე მუშაობენ. იქ სატელეფონო კავშირი ფიზიკურად არ არსებობს და უფრო მეტი დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა