თუშეთის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანს სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე ეძებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, მისი ამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც, წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც თავის, თვალისა და ქვედა კიდურის არეში ტრავმა აღენიშნებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.