არჩილ ჯაფარიძე - დილიდან, სამუშაოები ათამდე ინფრასტრუქტურულ პროექტზე განახლდა

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შემდეგ, თერმოსკრინინგი ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს , - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე თერმოსკრინინგის შედეგად, ჯერ საეჭვო სიმპტომები არ დაფიქსირებულა.

"50 პროექტზე განახლდება სამუშაოები, თუ კი დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. მათი მხრიდან არსებული მოთხოვნების შესრულებას ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ. რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ამ დროისთვის სიმშვიდეა. 5 ინფიცირებული შემთხვევიდან 3 გამოჯანმრთელდა და 2 მკურნალობას აგრძელებს.

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შემდეგ, თერმოსკრინინგი ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს და ამ დრომდე საეჭვო სიმპტომები არ დაფიქსირებულა.

რეგიონის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ყველა სახის ინფორმაციაზე აქვთ წვდომა და კარგად იცნობენ მთავრობის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებებს, ასევე ზედმიწევნით იცავენ რეკომენდაციებს. შეიძლება ითქვას, რომ მაგალითსაც კი მისცემენ დანარჩენ საზოგადოებას ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

აღნიშნულ კომენტარს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო