მარინა ეზუგბაია - კვლავ ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, პროგნოზს ჯერჯერობით ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არანაირი სტაბილიზაცია არ გვაქვს, გაუმჯობესებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტიდან 2 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 2 ზუგდიდის, 2 კი საკარანტინო სივრციდანაა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მათ ახალი პაციენტი არ მიუღიათ.

რაც შეეხება ინფექციურში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტს, მისი თქმით, მდგომარეობის სტაბილიზაცია კვლავ ვერ ხერხდება.

„6 ახალი პაციენტიდან 2 ბოლნისის წყაროა, 2 ზუგდიდის და 2 არის საკარანტინო სივრციდან, ანუ ყველას წყარო ცნობილია. ისინი მოთავსდნენ სხვადასხვა კლინიკაში და უტარდებათ მკურნალობა. ჩვენთან 56 პაციენტი წევს ამ ეტაპზე, აქედან 2 არის შესაძლო შემთხვევა, რომელსაც ჩაუტარდება ტესტირება და გაირკვევა მათი მდგომარეობა, 54 გვყავს დადასტურებული შემთხვევა, 29 გამოჯანმრთელებულიდან 4 პაციენტი ჩვენია. მძიმე პაციენტებიდან გვრჩება კვლავ ის 1 კრიტიკული პაციენტი, ხანდაზმული პაციენტი, მას აქვს ძალიან მძიმე პნევმონია და თანარსებული ორი მძიმე დაავადება - შაქრიანი დიაბეტი და ძნელად სამართავი ჰიპერტონული დაავადება. პროგნოზს ჯერჯერობით ვერ გეტყვით იმიტომ, რომ კლინიკური მდგომარეობისა და ლაბორატორიული ტესტების შედეგებით, არანაირი სტაბილიზიაცია არ გვაქვს, გაუმჯობესებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. 7 პაციენტი გვყავდა მძიმე პნევმონიით, ამ პირებთან არ მოხდა დაავადების პროგრესირება, სტაბილური იყო და პირიქით, გაუმჯობესება დაიწო, გვრჩება ამ ეტაპზე მხოლოდ 2 პაციენტი მძიმე პნევმონიით”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: კვლავ ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, პროგნოზს ჯერჯერობით ვერ გეტყვით - მარინა ეზუგბაია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა