აჭარაში მეექვსე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარაში მეექვსე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სამომავლოდ მიზნობრივი ჯგუფების, კერძოდ: მებაჟეების, თავშესაფარში მყოფების, აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში დასაქმებულთა ლაბორატორიული კვლევა იგეგმება.

ნინო ნიჟარაძის თქმით, აჭარაში მაღალი რისკის ზონად კვლავ ქობულეთის მუნიციპალიტეტი ითვლება.

„მეექვსე დღეა აჭარაში კორონავირუსი არ გამოვლენილა. სტაციონარში 19 პაციენტი გვყავს, თუმცა მიმდინარე კვირაში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით. რეგიოში სულ განკურნებული 36 პირია, ისინი რეაბილიტაციის პერიოდს საკარანტინო სივრცეებში ან თვითიზოლაციაში გადიან. ზოგადად მდგომარეობა სტაბილური და კონტროლირებადია. ვფიქრობ, ეს სიტუაცია მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების შედეგია.

ე.წ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით რეგისტრირებული 36 პირი რჩება. სამივე სოფელში, სადაც კონტაქტირებული პირები იყვნენ აღრიცხული, მოეხსნათ თვითიზოლაციის პერიოდი.

რაც შეეხება ქობულეთის ტერიტორიას, აქ უკანასკნელად გამოვლენილ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი 16 პირი თვითიზოლაციის რეჟიმში რჩება. შესაბამისად, ეს ტერიტორია მაღალი რისკის ზონად რჩება.

ქობულეთში სოფლების გახსნაზე საუბარი იქნება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ.

ჯამში, აჭარაში 5500- ზე მეტი ტესტი არის ჩატარებული, რომელშიც მიზნობრივი ჯგუფებიც შედის, პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი. 1400-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი გაიტესტა და ყველასთან პასუხი უარყოფითია, ისინი 14 დღეში ერთხელ ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან.

საკარანტინო სივრცეში მყოფები, რომლებიც ტოვებენ აღნიშნულ სივრცეებს, 24 საათის განმავლობაში დიაგნოსტიკას ექვემდებარებიან. ჩვენ 230 პირზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას ველოდებით, რომელსაც ხვალ საკარანტინო სივრცის დატოვება უწევს.

ამ დროისათვის "ცხელების ცენტრში" 27 პირი იმყოფება, მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღის განმავლობაში იქნება ცნობილი.

მიზნობრივ ჯგუფებს შეუერთდა: მებაჟეები და თავშესაფარში მყოფი პირები, რომლებსაც დიაგნოსტიკა მომდევნო პერიოდში ჩაუტარდებათ. სინჯების აღება უკვე დაწყებულია. საკარანტინო სივრცეში დასაქმებული 450 პირი გაიტესტა და მათი კვლევის პასუხი გვაქვს უარყოფითი.

სამომავლოდ დაავადებათა ეროვნული ცენტრიდან რეკომენდაციას ველოდებით, რომ აფთიაქებისა და სუპერმარკეტების თანამშრომლებს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდეთ", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა