სერგი კაპანაძე - ხელისუფლებამ მეორედ მიიღო საკადრისი პასუხი „ფეისბუქის“ მხრიდან, ამაში ასევე მხილებულია „ნაცმოძრაობა“, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვებს

ხელისუფლებამ მეორედ მიიღო საკადრისი პასუხი „ფეისბუქის“ მხრიდან, აღსანიშნავია ის, რომ ასევე იქნა მხილებული „ნაციონალური მოძრაობა“, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე “ფეისბუქის” მიერ ქართულ სივრცეში ანგარიშების წაშლას.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც გაჩნდა მათთან დაკავშირებული ანგარიშების წაშლის შედეგად. რაც შეეხება ხელისუფლებას, კაპანაძე ამბობს, რომ ცალკე გამოსაკვლევი საკითხია, რამდენად ხარჯავდა ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს.

„ფეისბუქმა“ უკვე მეორედ ამოიღო მიზანში და წაშალა მთელი ფაბრიკა ტროლ-გვერდების, ჯგუფების და ანგარიშების, რომლებიც ხელისუფლებას უკავშირდება და რომლებიც ერთადერთი რამით იყვნენ დაკავებულები, რომ გაეშავებინათ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტები, დაეთესათ ქვეყნის შიგნით შუღლი და ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამით იწერდა პოლიტიკურ ქულებს. ეს უკვე მეორედ გამოააშკარავა „ფეისბუქმა“. როგორც ჩანს, პირველი გამოაშკარავება არ იყო საკმარისი გაკვეთილი ხელისუფლებისთვის და მან ახლიდან დათესა ეს „ტროლები და ბოტები“ და მეორედ მიიღო საკადრისი პასუხი „ფეისბუქის“ მხრიდან. ცალკე გამოსაკვევი საკითხია, რამდენად არის ეს კანონის დარღვევა რაც კეთდებოდა ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან იმ კონტექსტში თუ რა ფული იხარჯებოდა აქ, რადგან დიდი ეჭვი მაქვს, რომ იხარჯებოდა საბიუჯეტო სახსრები და საჯარო მოხელეები იყვნენ ჩართულნი აქ. აღსანიშნავია ის, რომ ამაში ასევე იქნა მხილებული „ნაციონალური მოძრაობა“ და მგონია, რომ ამ ოპოზიციურმა პარტიამ პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც გაჩნდა „ფეისბუქის“ მიერ მათი სხვადასხვა ანგარიშის წაშლის შედეგად. ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციურ პარტიას მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები და ნაბიჯები სოციალურ მედიაში არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი, არასწორი და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომელსაც არ უნდა კადრულობდეს არც ერთი პოლიტიკური ძალა,“- აცხადებს სერგი კაპანაძე.

ცნობისათვის, „ფეისბუქმა“ მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ანგარიშები წაშალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა