ირაკლი ქადაგიშვილი - ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი ორი კვლევით არ დაუდასტურდა, თუმცა, მედიკოსები მის გამოკვლევას აგრძელებენ

ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი ორი კვლევით არ დაუდასტურდა, თუმცა, მედიკოსები მის გამოკვლევას აგრძელებენ, - ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორმა კვლევამ აჩვენა, რომ პასუხი უარყოფითია, თუმცა, ბოლო გადაწყვეტილება, რაც ექიმებს აქვთ მიღეუბლი ისაა, რომ კიდევ ერთხელ, დამატებითი, უფრო მრავალფეროვანი კვლევა გაუკეთდეს, რომ ყველა ის შემთხვევა იქნეს გამოკვლეული, რაც კი შეიძლება არსებობდეს. როგორც ჩანს, ვირუსი, გრიპი, თავისი შინაარსით ძალიან რთული მოვლენაა. აქედან გამომდინარე, ექიმებისთვის საინტერესოა, რომ ეს საკითხი ყოველმხრივ იქნას შესწავლილი.

აქედან გაგზავნილი სხვა ტესტები, რომელიც ეხება კარანტინის ზონებს, რომელიც ეხება ექიმებს, ყველას შემთხვევაში უარყოფითი პასუხი გვაქვს მოსული. ჩვენ მაინც დიდი ოპტიმიზმით ვართ განწყობილი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჯანმრთლეობა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, რჩება თუ არა კახეთი კვლავ ე.წ. მწვანე ზონად, ქადაგიშვილი პასუხობს, რომ ისინი „ამ გზას ადგანან“.

„მწვანე ზონა - ოფიციალური ტერმინი არ არის, მაგრამ დამკვიდრებული ტერმინია, ჩვენ სწორედ ამ გზაზე ვდგავართ, რომ მწვანე ზონის სტატუსი შევინარჩუნოთ. ერთ-ერთმა ექსპერტმა თავის დროზე მოსწრებულად დაწერა: ფინალი - გურია-კახეთი, გურიის სასარგებლოდ დამთავრდაო, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ვიდეორეფერი ჯერჯერობით ამას არ ადასტურებს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექიმების მხრიდან კომპეტენტური აზრის გამოთქმას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა