კახეთის გუბერნატორი - ტურისტული სეზონისათვის აქტიურად ვემზადებით - პირველ ეტაპზე, ეს იქნება შიდა ტურიზმი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კახეთი ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ქადაგიშვილმა განმარტა, პირველი ტალღა შიდა ტურიზმი იქნება.

„ტურისტული სეზონისათვის აქტიურად ვემზადებით. სასტუმროებს იმასთან დაკავშირებით აქვთ მომართვა, თუ რა ღონისძიებებს ატარებენ იმ პროტოკოლების გათვალისწინებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას აქვს დადგენილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ პირობებში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის. ვფიქრობ, ბევრი სასტუმრო, რომელიც ბრენდი არის არამარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ ტურისტულ რუკაზეც, ძალიან მაღალ დონეზე მოემზადება და ემზადება იმისთვის, რომ როგორც კი, საშუალება ექნება ქვეყანას, შეარბილოს აკრძალვები, კახეთი კვლავ გახდეს ტურისტებისათვის მიზიდულობის ცენტრი.

ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, ეს იქნება შიდა ტურიზმი და ამაზე მოთხოვნას თვითონ სასტუმროები და ტურისტული ორგანიზაციები აფიქსირებენ. შემდეგ, როცა უკვე მსოფლიო მასშტაბით მოხდება მიმოსვლის შერბილება, ალბათ, ჩვენ, როგორც მწვანე ზონა და მთლიანობაში საქართველო, როგორც პანდემიასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყანა, ძალიან დიდი ინტერესის სფერო გახდება დამსვენებლებისთვის. ეს არის არამარტო ჩვენი სურვილი, არამედ ეს ძალიან ბევრი კომპეტენტური საერთაშორისო ექსპერტის მოსაზრებაც გახლავთ. პირველი ტალღა შიდა ტურიზმი იქნება, ვინაიდან მსოფლიოში მიმოსვლა შეჩერებულია“, - განაცადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა