ბოლნისის მერის განცხადებით სოფელ მუშევანში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ისინი მანამდე დაინფიცირებული პირების ახლო კონტაქტები არიან

ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, მათ მხარეში, კერძოდ კი, სოფელ მუშევანში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც შერაზადიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, ახალი შემთხვევები მუშევანში დაინფიცირებული პირების ახლო კონტაქტები არიან.

„დღეს ორი დაინფიცირებული დაგვემატა, ორივე სოფელ მუშევანის კლასტერია. საერთო ჯამში, ამ 45-ე დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 120 შემთხვევაა, მათგან 3 გარდაცვლილი და 15 გამოჯანმრთელებულია. საინფორმაციო კამპანია ყველა სოფელში გრძელდება, აღნიშნულში მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის მერი და ყველა პასუხისმგებელი პირია ჩართული. სურსათით და მედიკამენტით უზურნვეყოფილია ყველა დასახლებული პუნქტი, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ამინდიდან გამომდინარე მიმდინარეობს, შეუფერხებლად გადაადგილდებიან ფერმერები და ყველა პირი, ვინც სოფლის მეურნეობასთანაა დაკავშირებული. მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პაკეტები რიგდება, დღევანდელი დღისთვის 13 000 სასურსათო პაკეტი გვაქვს დარიგებული“, - განაცხადა შერაზადიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა