ანრი ოხანაშვილი - უცნაურია, რომ Freedom House-ის ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან

უცნაურია, რომ ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენციები პირდაპირ ეწინააღმდეგებიან აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის მიერ ოფიციალურად გაცხადებულ პრინციპებს, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან Freedom House-ის ანგარიშის იმ ნაწილის შეფასებებისას განაცხადა, რომელიც სასამართლო სისტემასთან არის დაკავშირებული.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, რეალურად აშშ-ის საელჩოც და ევროკავშირიც მმართველი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

„უცნაურია, რომ freedom house-ის ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან, რომლებიც მათ გააკეთეს სასამართლოს სისტემაში ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით. სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის განცხადებით, ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმები სასამართლო სისტემაში, სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა შეფასებულია, როგორც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად სასამართლო სისტემის მეტი დამოუკიდებლობისთვის, მეტი განვითარებისთვის და მეტი გამჭვირვალობისთვის. შესაბამისად, უცნაურია, რომ ამ ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენციები პირდაპირ ეწინააღმდეგებიან აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის მიერ ოფიციალურად გაცხადებულ პრინციპებს სასამართლოს სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მართალია სასამართლო სისტემა დიდი ხანია რაც საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკის პრობლემური ნაწილი იყო, თუმცა დაპატიმრებებმა და მთელმა რიგმა სადავო სასამართლო საქმეებმა 2019 წელსა და 2020 წლის დასაწყისში კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც დაძაბული ვითარება“.

ანგარიშში ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და პოლიტიკური ლიდერის გიგი უგულავას საქმეებიცაა განხილული და ამასთანავე აღნიშნულია, რომ უზენაეს სასამართლოში 14 ახალი მოსამართლის უვადოდ წარგზავნა „უკიდურესად წარუმატებელი და არაპროფესიონალური პროცესის“ შედეგად მოხდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა