კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსისა და ტაქსის მძღოლებმა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად, განაცხადი 15 მაისიდან უნდა შეავსონ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსისა და ტაქსის მძღოლებმა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად, განაცხადი 15 მაისიდან უნდა შეავსონ.

„15 მაისიდან უნდა გააკეთონ განაცხადი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. შექმნილია შესაბამისი კომისია და ძალიან სწრაფად მოხდება შევსებული დოკუმენტაციის გადამოწმება. როგორც ლიცენზიის მქონე A და B კატეგორიის ტაქის მძღოლები,ისე მიკროავტობუსის მძღოლები მიიღებენ მონაწილეობას პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დაწესდა“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი დახლოებით 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა