ქუთაისში მრავალშვილიანი ოჯახების ბიზნესგაძლიერების პროგრამა გრძელდება

ქუთაისის მერიაში იმ კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის ,,მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის” პარტნიორი ორგანიზაცია უნდა გამოევლინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტისთვის განსაზღვრული თანხა 60 ათასი ლარია და კომისიის შემადგენლობაში როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

უწყების ცნობით, კომისიის გადაწყვეტილებით, წელსაც ამ პროგრამის მხარდამჭერი ორგანიზაცია „მეწარმე ქალთა ფონდი“ იქნება. აღნიშნულ ორგანიზაციას უკვე აქვს მერიასთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება სწორედ „მრავალშვილიანი ოჯახების მიერ მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების ან წარმოების გაფართოება- გადაიარაღების ხელშეწყობის პროექტის“ კუთხით.

„მეწარმე ქალთა ფონდი“ მონაწილეობას მიიღებს მრავალშვილიანი ოჯახების განაცხადების შერჩევაში, შემდეგ ეტაპზე კი მათ ბიზნესის წამოწყებაში ან გაფართოებაში დაეხმარება. ეს საპილოტე პროგრამა, ქუთაისმა გასულ წელს დანერგა. პროექტი მრავალშვილიანი ოჯახების, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშემწყობ თანადაფინანსებას გულისხმობს.

„ორგანიზაცია, რომელიც წელს შევარჩიეთ ჩვენს პარტნიორად, აკმაყოფილებს მთავარ კრიტერიუმებს - მას აქვს გამოცდილება, მდგრადობა, პროექტების მართვის კუთხით სანდოობა . განსაკუთრებულად საინტერესო იყო მათ განაცხადში ის დეტალი, რომ ამავე პროექტში შარშან მონაწილე ტრუშელევების ოჯახი, წელს თავად დაეხმარება სხვა მრავალშვილიან ოჯახებს და მათ შვილებს მეთოჯინეობას შეასწავლის. ამ პროგრამის მუშაობა ახლა, როცა საგანგებო მდგომარეობის გამო, მრავალშვილიან ოჯახებს ძალიან გაუჭირდათ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ქუთაისის მერიის აღნიშნული პროექტი პირდაპირაა მიმართული მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის და მხარდასაჭერად“ , - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა