ალექსანდრე მოწერელია - ფოთის პორტში 6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა

ფოთის პორტში 6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა ,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ,,ბევრილი ჯგუფი“ ხორბლის მარაგის გაზრდას უახლოეს პერიოდში კიდევ 12 ათასი ტონით გეგმავს, კომპანიამ ჯამში 18 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა.

,,ბევრილი ჯგუფი“ პურის ფქვილთან ერთად, პურპროდუქტებს აწარმოებს. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად კომპანია 24 საათიანი დატვირთვით, შეუფერხებლად მუშაობს. კომპანია სახელმწიფო სუბსიდირების პროექტში მონაწილეობს და პროდუქციაზე ფასი არ გაუზრდია.

საწარმოო პროცესს და არსებულ მარაგებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კომპანია პურის ფქვილით მთელს საქართველოს ამარაგებს. გარდა ამისა ყოველდღიურად აცხობს 10 სახეობის 27 ათას ცალ პურს, 11 სახეობის ფუნთუშეულს, 16 სახეობის ორცხობილას. საწარმოო პროცესში ყოველდღიურად 250 ადამიანია დასაქმებული, კომპანია ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ,,ბევრილი ჯგუფმა" სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში კოვიდ19-თან ბრძოლის ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა