აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც კლინიკა "მედალფაში" აცხადებენ, გამოჯანმრთელებული ორი პირი უკვე გაწერეს, მათ საკონტროლო ტესტის შედეგად, ვირუსი არ დაუდასტურდათ.
მათივე ინფორმაციით, აჭარაში კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
ცნობისთვის, ბოლო ექვსი დღეა აჭარაში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.