რუხის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს, რომელსაც კორონავირუსზე PCR ტესტირების შედეგად, სუსტად დადებითი პასუხი გამოუვლინდა

რუხის საავადმყოფოში მოთავსებულ კიდევ ერთ პაციენტს PCR ტესტირების შედეგად, კორონავირუსზე სუსტად დადებითი პასუხი აჩვენა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტი კლინიკაში საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს და მასთან განმეორებითი ტესტირება იგეგმება.

„ქალბატონი მოიყვანეს, სუსტად დადებითი აჩვენა PCR ტესტირებამ და იგეგმება ამ ტესტის განმეორება. პასუხები გვეცოდინება ხვალ. ასევე, კიდევ გარკვეული სხვა კვლევები უტარდება პაციენტს და იმ კვლევების შემდეგ, გადაწყდება ტაქტიკა, როგორ მოვიქცეთ შემდეგ. ეს პაციენტიც საკარანტინე ზონიდანაა“, - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს