ეკა ბესელია - ერთნაირად მიუღებელია ის, რასაც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა და ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიღო და დაიწყო  სიყალბის პროპაგანდა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, კოკა ყანდიაშვილი მას ბევრჯერ უნახავს პარტიის ოფისში.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბესელიამ აღნიშნა, ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია, თუმცა, მისივე თქმით, არ იცის, თუ რა სტატუსი ჰქონდა პარტიაში.

მამუკა მდინარაძის განცხადების კომენტარს არ ვთვლი საჭიროდ, არც სანდოობის და არც სერიოზულობის თვალსაზრისით კომენტარის საჭიროებას ვერ ვხედავ. კოკა ყანდიაშვილს ვიცნობ კარგად და ის არის მხარდამჭერი, ოფისშიც არაერთხელ მინახავს, მაგრამ ეს აქ მთავარი არ არის. სტატუსი არ ვიცი, ვერ გეტყვით, რა სტატუსით იყო, ან იყო თუ არა გაფორმებული. ეს არ ვიცი, რადგან ასეთ საკითხებში მე ჩართული არ ვიყავი“ , - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, „აქ მთავარია ის სტილი და მეთოდი, რასაც მიმართავდა წინა ხელისუფლება და რაც გადაიღო „ქართულმა ოცნებამ“.

„ჩემთვის ძალიან ტრაგიკული იყო იმის ყურება, როდესაც მე ჯერ კიდევ უმრავლესობაში ვიყავი და შიგნიდან დაიწყო შეკვეთილი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება საკუთარ წევრებზე. ის მეთოდი და სტილი, რაც მე დავინახე იმ პარტიაში, რომელიც სხვათაშორის მდინარაძეს უკვე შექმნილი დახვდა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სურათი იყო, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსება დაიწყო. ერთნაირად მიუღებელია ჩემთვის ის, რასაც თავის დროზე აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას და ის, რაც გადმოიღო „ქართულმა ოცნებამ“ და დაიწყო ამ სიყალბის პროპაგანდა და შიგნით დაქირავებული ადამიანების საშუალებით საკუთარი წევრების მიმართ, შავი პიარის გავრცელება. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენი გამიჯვნა მოხდა, იმ მეთოდების გამო, რაც მიმაჩნია, რომ დაუშვებელია, იქნება ეს პოლიტიკა თუ სხვა ნებისმიერი სფერო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს. ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, თუ რა კავშირი აქვს კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან. აღნიშნული შეკითხვა აქტუალური იმ კონტექსტში გახდა, რომ „ფეისბუქმა“ კოკა ყანდიაშვილის მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ დაკავშირებული ყალბი ანგარიშები წაშალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა