ალექსანდრე მოწერელიამ დეპუტატებთან ერთად ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს გიორგობა მიულოცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ პარლამენტის წევრებთან მერაბ ქვარაიასთან და ჯუმბერ იზორიასთან ერთად ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

,,თქვენი წვლილი მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლის საკითხში უმნიშვნელოვანესია, ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ მოახერხა ის, რომ თქვენთან შემოსული ორივე ინფიცირებული პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია და სტაციონარიდან გაწერილები არიან - მადლობა ამისთვის. არის შემთხვევები, როდესაც ხდება მედპერსონალის ინფიცირება, თქვენს შემთხვევაში მსგავის რამ არ დაფიქსირებულა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს თქვენს მაღალ პროფესიონალიზმზე, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

უწყების ცნობით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო 6 თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბოქსირებულ პალატას ფლობს, საავადმყოფოს ლაბორატორიამ ბოლო ერთი კვირაა, რაც კოვიდ19-ის გამოკვლევა „პისიარ“ ტექნოლოგიით დაიწყო. ამ ეტაპისთვის 500-მდე ბიოლოგიური ნიმუშია გამოკვლეული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა