ტყიბულში სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები გადაეცათ

ტყიბულში, კომპანია „საქნახშირმა“ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის ფარგლებში, საქველმოქმედო აქტივობა განახორციელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ბენეფიციარი ოჯახები, რომლებიც სოციალურად გაჭირვებულთა და მრავალშვილიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულებს შორის შეირჩნენ.

აქტივობები ორ ეტაპად ჩატარდა - პირველი ეტაპი აპრილის შუა რიცხვებში გაიმართა, მეორე კი მაისის დასაწყისში. საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, შერჩეულ ბენეფიციარ ოჯახებს პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები გადაეცათ.

„საქნახშირისა“ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საქველმოქმედო აქციამ ჯამში 40 ოჯახი მოიცვა.

„ძალიან საჭირო და დროული იყო იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. მიხარია, რომ „საქნახშირი“ და პროფკავშირები ერთობლივად ასეთ კარგ საქმეს აკეთებენ. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით აუცილებლად გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს”, - განაცხადა „საქნახშირის“ დირექტორმა, ზურაბ აღდგომელაშვილმა.

ბენეფიციარების ნაწილს პროდუქტები „საქნახშირის“ ადმინისტრაციული კორპუსის ტერიტორიაზე გადაეცათ.

„საქართველოს პროფკავშირები, შპს „საქნახშირისა“ და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან ერთად აგრძელებს დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან, ეტაპობრივად ხორციელდება. საქველმოქმედო აქტივობების გარდა, ჩვენ ჩართულები ვართ ტყიბულის, ჭიათურის და ზესტაფონის სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო „საქნახშირის“ და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას. ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარული ღონისძიებების განხორციელება და სოციალურად შეჭირვებულების ან მრავალშვილიანების დახმარება. ჩვენ ხელი უნდა შევაშველოთ ერთმანეთს, რომ ერთად გადავლახოთ ეს გლობალური გამოწვევა”, - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ.

ღონისძიებას „საქნახშირის“ ადმინისტრაციისა და პროფესიული კავშირის გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა