თუშეთში, ზვავში მოყოლილი მოქალაქის ძებნის სამუშაოები დილიდან განახლდა

თუშეთში, ზვავში მოყოლილი მოქალაქის ძებნის სამუშაოები დილიდან განახლდა

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის ძებნის სამუშაოები დილიდან განახლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, სამაშველო ბრიგადებმა სამძებრო სამუშაოები გუშინ ღამით ძლიერი ნალექის გამო შეაჩერეს.

ცნობისთვის, თუშეთის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 5 მაისს შევიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე, მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.