კამპანია “გავუფრთხილდეთ წყალს“ გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დისტანციურად გრძელდება

საგანმანათლებლო კამპანია “გავუფრთხილდეთ წყალს”, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დისტანციურ რეჟიმში, სხვადასხვა აქტივობით გრძელდება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, წყლის რაციონალურად მოხმარების თემაზე ქალაქ გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს.

“კამპანიის ფარგლებში ბავშვები წყლის თემატიკაზე საინფორმაციო-შემეცნებით ვიდეო რგოლებს ამზადებენ, ქმნიან თემატურ ნამუშევრებს და შემდგომ, პროექტის ფარგლებში შექმნილ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ათავსებენ. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით, გაერთიანეული წყალმომარაგების კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და მასში ქალაქ გორის 12 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია “გარემო და განვითარება” ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში გასული წლის დეკემბერში მოეწყო სასწავლო ტურები წყლის სათავე ნაგებობებზე, ჩატარდა შემეცნებითი და საგანმანათლებლო გაკვეთილები სკოლებში, სადაც მოსწავლეები წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების აუცილებლობას გაეცნენ. პროექტის მიზანია, როგორც სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წყლის რესურსების მართვის პროცესში, ასევე ახალგაზრდების წახალისება გარემოსდაცვით პროექტებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა