ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმის კორონავირუსით დაინფიცირება გაფართოებული კვლევებითაც გამოირიცხა

ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს განმეორებითი კვლევების შედეგად საბოლოოდ, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

როგორც ხიზანიშვილი განმარტავს, მედიკოსი კარანტინში დარჩება.

„ჩატარდა განმეორებითი და ასევე ჩაღრმავებითი კვლევები და ყველა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. დასკვნა არის ის, რომ მასთან ინფიცირების ფაქტი არ დადასტურდა. ჯერჯერობთ, ეს შემთხვევა, როგორც დაფიქსირებული შემთხვევა არ არის, ის უარყოფითია. ქალი კარანტინში რჩება იმის გამო, რომ სტაციონარში მაინც იმყოფებოდა“, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 27 მოქალაქე, 8 მოქალაქე კი მოიხსნა.

„11 ლოკაციაზე 560 მოქალაქე რჩება. ლუგარის ცენტრში გუშინ აღებული და გაგზავნილი იქნა 82 ნიმუში, მათგან 70 პასუხი ცნობილია და უარყოფითია, 12-ის ნიმუშის პასუხს დღის განმავლობაში ველოდებით. სულ კახეთში ამ დროისათვის 1483 ნიმუშია აღებული, აქედან 587 არის მედპერსონალის და 323 არის კარანტინის ზონიდან“, - აცხადებს ხიზანიშვილი.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა