თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

როგორც თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი აცხადებს, ამ პერიოდისათვის, კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევა აქვთ, საიდანაც ორი ახალი ფაქტია.

„ასეთი მოცემულობა გვაქვს: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაფიქსირდა. 26 აპრილს ჩაიკეტა ქალაქი და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. დღეისათვის ინფიცირებულია 47 პირი, დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა, რომლებიც ძირითადად სამედიცინო კლასტერს უკავშირდება. მოძიებული კონტაქტების რაოდენობა ჯამში შეადგენს 276-ს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 111 პირი, აღსანიშნავია, რომ CPR ტექნოლოგიით ტესტირება ჩაუტარდა 285 პირს.

სიტუაციას ადგილზე საპატრულო პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკინინგი და სადეზინფექციო სამუშაოები.

ჩვენ მაქსიმალურ მზრუნველობას ვიჩენთ და ვეხმარებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის დახმარება. ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში დახმარება უკვე გავუწიეთ დაახლოებით 1000-მდე შეჭირვებულ ოჯახს და გადავეცით პირველადი სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები.

ჩვენს მოსახლეობას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაც, ამჟამად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ 300 მარტოხელა ხანდაზმულს სასუსათო და ჰიგიენური საშუალებების ამანათებს გადავცემთ“, - განაცხადა გოდერძი ჩანქსელიანმა.