მამუკა მდინარაძე - რუსეთს ჯერ ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში იქნება საუბარი

მოდი, ჯერ მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებები აქვს რუსეთს შესასრულებელი, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევს და როგორ ექცევიან ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას.

მდინარაძის თქმით, რუსეთს ჯერ ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში იქნება საუბარი.

„მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და საქართველო ამ ბრძოლაში არის განსაკუთრებულად წარმატებული, როგორც ჩანს, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ცინიკური დამოკიდებულებით რაღაც რუსულ ნარატივზე მიაპყრონ ქართული საზოგადოების ყურადღება და ცინიკურია იმიტომ, რომ რუსეთს ჯერ ბევრ თემაზე აქვს სალაპარაკო და ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში იქნება საუბარი. ამიტომ მოდი, ჯერ მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებები აქვს რუსეთს შესასრულებელი, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევს და როგორ ექცევიან ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საუბარი რუსულ ნარატივზე გადავიდეს. ასევე ცინიკურია „უკვდავ პოლკზე“ საუბარი, რომელიც დაკავებულია იმით, რომ საბჭოთა სიმბოლიკის ტირაჟირება მოახდინოს და ამ თემებით აპელირება მოემსახუროს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ქვეყანაში დისბალანსი შემოიტანოს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა Russia Today-ის მიერ ორგანიზებული ვიდეოხიდის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა