გია ვოლსკი - ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუკი შეთანხმება ჩაიშლება, სააკაშვილის „კლასტერის“ პოლიტიკურ პარტიებს სურთ, ამ ნიადაგზე საზოგადოების უკმაყოფილება ააგორონ

ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუკი შეთანხმება, რომელიც მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად არის მიღწეული, ჩაიშლება, რაც ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის „კლასტერის“ პოლიტიკურ პარტიებს სურთ, ამ ნიადაგზე საზოგადოების უკმაყოფილება ააგორონ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, ოპოზიციისთვის შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გზა დესტრუქცია, დაპირისპირება და შეთანხმებაზე უარის თქმაა.

“რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს საარჩევნო სისტემას და საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამის თაობაზე ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ განვაცხადებ, ეს ოპოზიციის ერთადერთი მიზანია. მითუმეტეს, შექმნილ ვითარებაში დაინახეს, რომ მათი პოზიცია, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ნებისმიერი სხვა მიმართულებით საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია, რომელიც მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ ხალხს, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა და ჰგონია, რომ სააკაშვილის „კლასტერი“ რაიმე პოზიტივისკენ არის ორიენტირებული. ეს ის რეალობაა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენ საერთაშორისო კოლეგებთან ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ მიმართულებით შიდა პროცესები არ განვითარდეს. სახელმწიფოს იმის რესურსი აქვს, რომ არჩევნები ახალი სისტემით ჩაატაროს. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუკი შეთანხმება, რომელიც მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად არის მიღწეული, ჩაიშლება. ეს ნიშნავს, რომ ძველი საარჩევნო სისტემით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის „კლასტერის“ პოლიტიკურ პარტიებს სურთ, ამ ნიადაგზე საზოგადოების უკმაყოფილება ააგორონ. შეუძლებელია, შექმნა პოზიტივი იმისგან, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ჰქვია, გამორიცხულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთადერთი გზა დესტრუქცია, კვლავ დაპირისპირება და შეთანხმებაზე უარის თქმაა. აი, ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით პასუხი საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორებისთვისაც საკმაოდ ნათელია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა